Tuesday, April 25, 2017
პროექტის იდეა
დროის სწორი მენეჯმენტი
თანამედროვე სამყაროში არსებობს და წარმატების მიღწევაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს დროის რაციონალური განაწილება და მისი სწორი მენეჯმენტი. ეს მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევაა რომელიც აუცილებელია გამომუშავებული იყოს ადრეული ასაკიდან.
ჩემი პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ეცნობიან ერთმანეთის დღის რეჟიმს.მასწავლებლის დახმარებით კი ადგენენ ათი დღის სამუშაო განრიგს,რათა დრო რაციონალურად განკარგონ.ისინი შეადგენენ დიაგრამებს,გამოიანგარიშებენ დროის რა ნაწილს ანდომებენ სწავლას და დასვენებას.ბოლოს კი პროცენტულად გამოითვლიან,რამდენად მოკლე დროში მოხდა სწავლის ხარისხის გაუმჯობესება. შემდეგ პროექტს წარმოადგენენ პრეზენტაციის სახით.
Subscribe to:
Posts (Atom)