Tuesday, May 30, 2017

მეცხრე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე იყო შეჯამება,ტრენინგის.ჯგუფის თითოეულმა წევრმა გააკეთა თავისი პორტფოლიოს პრეზენტაცია.მივიღეთ კოლეგებისგან შეფასებები,ასევე შენიშვნებიც,რომელთა გაზიარერბაც ჩვენთვის კარგი იქნებოდა.ტრენინგი იყო საინტერესო და ნაყოფიერი.დიდი მადლიობა ქალბატონ ლალის დიდი შრომისა და ძალისხმევისათვის.

Saturday, May 13, 2017

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი შეკითხვა
რატომ უნდა ვიცოდეთ დროის სწორად მართვა?

თემატური შეკითხვა 
როგორ შეიძლება სამუშაო დღის გაყოფა,განაწილება?
სამუშაო დღის განრიგში ცვლილებისას,როგორ შესძლებთ ამ დროის ხელახალ განაწილებას?

შინაარსობრივი შეკითხვა
რამდენ საათს შეადგენს თქვენთვის, გაკვეთილების მომზადებისთვის განკუთვნილი დრო?
სამუშაო დღის რა ნაწილს შეადგენს სკოლაში მეცადინეობებზე დასწრება?
რამდენ საათიანი ინტერვალით იწყებთ გაკვეთილებს სკოლაში ყოველ დილა?

მეხუთე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეხუთე დღეს გავიხსენეთ შეფასების დროის ჩარჩო,ვისწავლეთ ბლოგზე პორტფოლიოს გადმოტანა,გვერდების ჩამატება და გასაჯაროება.პროექტის შაბლონზე დავამატეთ პროექტის შეფასება და შეფასების ანალიზი.ვიმუშავეთ კალენდარზე,ლინკებზე.გავეცანით საავტორო უფლებებს.

Sunday, May 7, 2017

მეოთხე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეოთხე დღე საკმაოდ დატვირთული იყო.გავიხსენეთ წინა ტრენინგის დავალებები.განვიხილეთ დაწვრილებით შეფასების დროის ჩარჩო. სადაც გავეცანით კითხვების მაგალითებს და შეფასების რუბრიკას,რომელიც დამეხმარება დავალების შესრულებაში.

Tuesday, May 2, 2017

პროექტის მიზნები

მოსწავლეები შეძლებენ
  • კითხვარის შემუშავებას  და საკუთარი დღის რეჟიმის წარმოდგენას.
  • მოპოვებული ინფორმაციის გაანალიზებას,დახარისხებას ინფორმაციის დამუშავებას მათემატიკური ოპერაციებით.საკითხების შესწავლას და მის წარმოდგენას პრეზენტაციის სახით. 
  • იმსჯელონ,იმის შესახებ თუ როგორი დღის რეჟიმია უკეთესი წარმატების მისაღწევად. 

Tuesday, April 25, 2017

პროექტის იდეა


დროის სწორი მენეჯმენტი


თანამედროვე სამყაროში არსებობს და წარმატების მიღწევაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს დროის რაციონალური განაწილება და მისი სწორი მენეჯმენტი. ეს მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევაა რომელიც აუცილებელია გამომუშავებული იყოს ადრეული ასაკიდან.
   ჩემი პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ეცნობიან ერთმანეთის დღის რეჟიმს.მასწავლებლის დახმარებით კი ადგენენ ათი დღის სამუშაო განრიგს,რათა დრო რაციონალურად განკარგონ.ისინი შეადგენენ დიაგრამებს,გამოიანგარიშებენ დროის რა ნაწილს ანდომებენ სწავლას და დასვენებას.ბოლოს კი  პროცენტულად გამოითვლიან,რამდენად მოკლე დროში მოხდა სწავლის ხარისხის გაუმჯობესება. შემდეგ პროექტს წარმოადგენენ პრეზენტაციის სახით.